ასოციაციის შესახებ

ასოციაცია დაფუძნდა 2008 წელს. მისი დამფუძნებლები არიან ინფორმატიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელები (მწვრთნელები) და ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების ყოფილი მონაწილეები: გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი, გიორგი მანია, ანდრია მანია, გიორგი საჟენიუკი, ალექსანდრე ღვინეფაძე, დანიელ რატიანი.

ასოციაციის მიერ 2008 წლიდან მოყოლებული არაერთხელ ჩატარდა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთათვის საწვრთნელი შეკრებები როგორც თბილისში, ასევე ბაკურიანში.

ასოციაციის წევრები მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობენ ინფორმატიკის ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების ორგანიზებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევასა და მომზადებაში.

ასოციაციის ორგანიზებით, დაწყებული 2014-წლიდან, ყოველი თებერვლის ბოლო კვირა დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ტარდება ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა, რომლის გამარჯვებულები ჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით

ასოციაციის მიზნებია, ხელი შეუწყოს:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფორმატიკის სწავლების წარმართვას თანამედროვე მიდგომების საფუძველზე და სწავლების ხარისხის ამაღლებას;
  • ინფორმატიკის პედაგოგთა ფართოდ ჩართვას საოლიმპიადო საქმიანობაში;
  • IT კომპანიებსა და სახელმწიფო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას;
  • ინფორმატიკაში საქართველოს და საერთაშორისო ოლიმპიადების ყოფილი მონაწილეების და გამარჯვებულების საოლიმპიადო საქმიანობაში ჩართვას, მათი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას;
  • ქართველი მოსწავლეების და პედაგოგების ინფორმატიკაში სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონფერენციებში და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას;
  • სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების თუ მათთან ურთიერთობის გზით საქართველოს ინფორმატიკის პედაგოგთა თანამშრომლობას უცხოეთის საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან;
  • სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების მოწყობას და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარებას;
  • ინფორმატიკაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის სხვადასხვა სახის შეჯიბრებებისა და კონკურსების მოწყობას, წამახალისებელი პრემიებისა და სიგელების გადაცემას.

ქველმოქმედების მიზნით თანხის ჩარიცხვისთვის საჭირო რეკვიზიტები

ლარებში:

მიმღები ბანკი:
სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: BAGAGE22
გაგარინის ქ 29ა, თბლისი, 0160, საქართველო

მიმღების დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია მიმღების ანგარიშის ნომერი: GE50BG0000000747750600
ტელ.: (995 32) 2444-444
ელ-ფოსტა: welcome@bog.ge



IN US DOLLARS(დოლარებში):

Intermediary Bank:
Citibank N.A., New York, USA
SWIFT: CITIUS33

Account With Institution
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
29a Gagarin Street, Tbilisi 0160, Georgia

Beneficiary: ASSOCIATION FOR INFORMATION TECHLOGIES STUDIES AND INFORMATICS OLYMPIADS SUPPORT
Account: GE50BG0000000747750600
tel.: (995 32) 2444-444
E-Mail: welcome@bog.ge



IN EURO(ევროებში):

Intermediary Bank:
Commerzbank, Frankfurt, Germany
SWIFT: COBADEFF

Account With Institution
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
29a Gagarin Street, Tbilisi 0160, Georgia

Beneficiary: ASSOCIATION FOR INFORMATION TECHLOGIES STUDIES AND INFORMATICS OLYMPIADS SUPPORT
Account: GE50BG0000000747750600
tel.: (995 32) 2444-444
E-Mail: welcome@bog.ge